• Geo
  • Eng
27.11.2012
ჩვენი მეტოქე – ვიტ ჯორჯია

ეტერინარებს დინამოელები სტუმრად, მცხეთა პარკზე 28 ნოემბერს დაუპირისპირდებიან. XVII ტურის შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება. დაპირისპირების ტექსტური რეპორტაჟის ხილვა კი ტრადიციულად, ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდზე შეგეძლებათ.

ნტრიგა დინამოსა და ვიტ ჯორჯიას დაპირისპირებას არასდროს მოჰკლებია, გამონაკლისი არც ხვალინდელი შეხვედრა იქნება. დინამოელები მორიგი გამარჯვებისთვის ემზადებიან, ვიტ ჯორჯიას კი ქულების მოსაპოვებლად იბრძოლებს.

ესტი საკმაოდ რთულია - ვიტ ჯორჯიას ზედიზედ ოთხი ურთულესი შეხვედრის გამართვა მოუწევს. პირველ წრეში დინამო არენაზე ვეტერინარები დიდი ანგარიშით დამარცხდნენ. დინამო, ზესტაფონი, მეტალურგი, ტორპედო - მომდევნო ოთხი შეხვედრა მერაბ კოჭლაშვილის გუნდისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობის არის, სწორედ ამ ორთაბრძოლების შემდეგ გამოიკვეთება ვიტ ჯორჯიას საამსეზონო მიზნები.

ერ-ჯერობით მცხეთა პარკის ბინადრები ნაჩვენები შედეგებით ვერ დაიტრაბახებენ. 16 მატჩი - 16 ქულა, ასეთია ვეტერინართა საამსეზონი მონაგარი. უკანასკნელად ოფიციალურ შეხვედრაში ვიტ ჯორჯიამ ერთი თვის წინ –  ფოთის კოლხეთს მოუგო.

რი გუნდი  და განსხვავებული მიზანი, ხვალინდელ შეხვედრაში დინამოელთათვის დამაკმაყოფილებელ შედეგად მხოლოდ და მხოლოდ მოგება ჩაითვლება. ვიტ ჯორჯია კი ქულათა მარაგის გაზრდას შეეცდება.

თული მატჩის მოლოდინში გავიხენოთ დინამოსა და ვიტ ჯორჯიას ურთიერთშეხვედრები. თბილისელი ფეხბურთელები ვეტერინარებს ჩემპიონატში 46-ჯერ დაუპირსპირდნენ. 17 მოგება, 18 ფრე და 11 მარცხი. ბურთების შეფარდება თბილისელთა სასარგებლოდ 57:38-ზე არის.

ამში ურთიერთშეხვედრების სტატისტიკური მონაცემები ჩვენი გუნდის უპირატესობაზე მეტყველებს. ჩემპიონატის უკანასკნელი შეხვედრა დინამოსა და ვიტ ჯორჯიას შორის ჩვენი გუნდის გამარჯვებით 5:0 დსრულდა.

ვნისსა და ივლისში, ახალი სეზონის სამზადისის ფარგლებში, დინამოელებმა არაერთი ამხანაგური შეხვედრა გამართეს. დუშან უჰრინის გაწვრთნილმა გუნდმა მოსამზადებელი ეტაპი სწორედ ვიტ ჯორჯიასთან მატჩით დაიწყო - 26 ივნისს, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ჩატარებული ამხანაგური შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე - 0:0 დასრულდა.

ღსანიშნავია, რომ ხვალინდელ შეხვედრას გუნდები განსხვავებული განწყობით ხვდებიან. დინამოელებმა გასულ ტურში უშუალო კონკურენტი, გორის დილა 3:0 დაამარცხეს. ვიტ ჯორჯიამ კი ზუგდიდთან სტუმრად – 0:2 წააგო. ვიტ ჯორჯიელთა ვა-ბანკზე წასულმა მთავარმა მწვრთნელმა, მერაბ კოჭლაშვილმა უკანასკნელ შეხვედრაში მეტოქეს აქტიურად შეუტია, გარისკავს თუ არა ხვალინდელ შეხვედრაში ვეტერინართა თავკაცი ეს მცხეთა პარკზე გამოჩნდება. ჩვენი აზრით, ვიტ ჯორჯიას სავარაუდო შემადგენლობა ასეთი იქნება:

დაუშვილი, ხურცილავა, კასრაძე, გეთიაშვილი, გოგიაშვილი, ღანიაშვილი, გურეშიძე, კორიფაძე, ვასაძე, ჩიმაკაძე, ლობჟანიძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024