ეროვნული ჩემპიონატის XVIII ტურის შეხვედრა დინამოელებმა საკუთარ მოედანზე, საჩხერის ჩიხურასთან გამართეს. დედაქალაქელებმა დინამო არენაზე მეტოქეს 5:2 მოუგეს და მორიგი სამი ქულა მოიპოვეს. დინამოელთაგან თითოჯერ გაიტანეს მიკელ ალვარომ და ჯაბა დვალმა, ჩისკო მუნიოსმა კი ჰეთთრიქი შეასრულა. 18 ჩატარებული თამაშის შემდეგ თბილისელ ფეხბურთელებს 43 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობენ.
დინამო 5:2 ჩიხურა
გოლები:
0:1 ჩიკვაიძე 5’
1:1 ჩისკო 7’
2:1 ჩისკო 36’
2:2 კირკიტაძე 44’
3:2 ჩისკო 55’
4:2 ალვარო 72’
5:1 დვალი 90+1’
დინამო: ლორია, ხიზანეიშვილი (ტვილდიანი 83’), რეხვიაშვილი, ძარია, ხმალაძე, კვარაცხელია, სეთურიძე (კვეკვესკირი 80’), მერებაშვილი, ალვარო, ჩისკო (კოტო 90’), დვალი
ჩიხურა: სომხიშვილი, მურველაშვილი (შარაშენიძე 57’), ჩიკვაიძე, კირკიტაძე, დეკანოიძე, ბაკურაძე, ძამსაშვილი (ჩხეტიანი 71’), გუშარაშვილი, კვასხვაძე, მაისურაძე, საჯაია (ჭელიძე 66’)