• Geo
  • Eng
30.10.2012
დინამო – მეტალურგს არსენ ნონიკაშვილი განსჯის

დინამო თბილისისა და რუსთავის მეტალურგის ხვალინდელ შეხვედრას, რომელიც დინამო არენაზე გაიმართება, არსენ ნონიკაშვილი განსჯის. უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ნონიკაშვილმა იმსაჯა დილა 2:1 მერანი არის, სადაც მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს ხუთი ყვითელი ბარათი უჩვენა, ერთხელ კი თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა დანიშნა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით არსენ ნონიკაშვილმა უკაკასნელად გასულ სეზონში კოლხეთი 2:1 დინამო იმსაჯა. ხსენებულ მატჩში ნონიკაშვილმა ორი ყვითელი ბარათი გამოიყენა და მასპინძელთა სასარგებლოდ პენალტიც დანიშნა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024