დუბლშემადგენლობათა გათამაშების XVIII ტურის შეხვედრა დინამოელებმა დიღომში, ჩიხურას დუბლებთან გამართეს. ვასილ მაისურაძის შეგირდებმა დაძაბული და საინტერესო შეხვედრა ფრედ 3–3 დაასრულეს. ჩვენი გუნდის შემადგენლობიდან ხოჭოლავამ მოახერხა ორჯერ თავის გამოჩენა, მეცამეტე და ოცდამეხუთე წუთებზე. ერთი გოლი კი რეხვიაშვილის ანგარიშზეა, რომელმაც ლამაზი საჯარიმო დარტყმით 88– ე წუთზე მოახერხა ჩიხურას კარის აღება.
დინამო: ზარქუა, მაჭავარიანი, კაკაბაძე, მელიქიძე, სამხარაძე, კვეკვესკირი, რეხვიაშვილი, პარუნაშვილი (ლობჟანიძე 80), ჯიღაური, ხოჭოლავა (წილოსანი 27 –ნიკურაძე 85), პაპუნაშვილი (მესხი 60)
გოლები: 1:0 ხოჭოლავა 13’ 2:0 ხოჭოლავა 25’ 2:1 კვარაცხელია 43’ 2:2 გოგინაშვილი 75’ 3:2 რეხვიაშვილი 88’ 3:3 ქოჩლაძე 89’