• Geo
  • Eng
01.11.2012
ოთარ ხიზანეიშვილი – მცირედი ხარვეზების მიუხედავად, კარგად ვითამაშეთ

რუსთავის მეტალურგთან მოგებული შეხვედრის შემდეგ, ჩვენი გუნდის ცენტრალურ მცველს, ოთარ ხიზანეიშვილს დინამოს ოფიციალური ვებ–გვერდისთვის კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

ოთარ ხიზანეიშვილი – მეტოქე ძლიერ იყო. რთული თამაში გამოგვივიდა. მეტალურგთან თამაშამდე ოთხი დღით ადრე, ზესტაფონთან მოგვიწია შეხვედრა, რომელმაც საკმაო ენერგია წაიღო. მიუხედავად იმისა, რომ თამაშები ახლო ინტერვალში მოგვიწია, ბიჭებმა მაქსიმუმი დადეს და მიუხედავად მცირედი ტექნიკური ხარვეზებისა, მთლიანობაში კარგად ვითამაშეთ. რაც შეეხება მომდევნო მატჩს ქუთაისის ტორპედოსთან, ვფიქრობ, რომ რთული შეხვედრა იქნება. მიმდინარე სეზონში, ჩემპიონატის მეორე ტურში, უკვე ვითამაშეთ მათ წინააღმდეგ და ვიცით რა დონის გუნდიცაა. ახალგაზრდა, შრომისმოყვარე მოთამაშეები ჰყავთ და სერიოზული სიძნელეების გადალახვა მოგვიწევს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024