• Geo
  • Eng
07.12.2012
ჩვენი მეტოქე – სიონი

აქართველოს ეროვნული ჩემპიონატის XIX ტურის შეხვედრას დინამოელები ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა  14:00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ჩვენი გუნდის ოფიციალურ ვებ–გვერდზე შეგეძლებათ.

სტორიას თუ გადავხედავთ, ურთიერთშეხვედრებში  დინამოელთა უპირატესობა საგრძნობია. ბოლნისელთა წინააღმდეგ დედაქალაქელებმა დღემდე 48 შეხვედრა გამართეს, საიდანაც 40 მატჩში გამარჯვება მოიპოვეს, 4 თამაში ფრედ დასრულდა, 4 კი – ბოლნისელთა გამარჯვებით. ბურთების შეფარდება 118:22 არის.

რივე გუნდს მიმდინარე სეზონში განსხვავებული მიზანი აქვს. დინამოელები ტრადიციულად ჩემპიონობისთვის იბრძვიან, ბოლნისის სიონს კი მიმდინარე სეზონში მოკრძალებული ამოცანა აქვს – მიზანი ეროვნულ ჩემპიონატში ღირსეული გამოსვლა და უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა.

ომინალური მასპინძლის რანგში მოთამაშე ბოლნისის სიონს 18 ჩატარებულ შეხვედრაში 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ქვედა სამეულში იმყოფება. დინამო კი 43 ქულით გათამაშების ლიდერია და ხვალინდელ შეხვედრაში მორიგი სამი ქულის მოპოვებას ეცდება. უმაღლესი ლიგის პირველი წრის შეხვედრა დინამოსა და სიონს შორის ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა. თბილისელმა ფეხბურთელებმა მეტოქეს 7:2 მოუგეს და ხვალინდელ შეხვედრაში მორიგი გამარჯვებისთვის იასპარეზებენ.

ნტერესს იწვევს სიონის გამოსვლა – ბოლნისელი ფეხბურთელები მიმდინარე სეზონში არასტაბილურობით გამოირჩევიან. ბოლნისელები ხვალინდელ შეხვედრაში იოლად არაფერს დათმობენ. საინტერესოა, თუ რა შემადგენლობით ითამაშებს სიონი, სავარაუდოდ ჩვენი მომავალი მეტოქის შემადგენლობა ასეთი იქნება:

ბობღიაშვილი, ჩიკვილაძე, ქემოკლიძე, მაჭავარიანი, ორბელაძე, სვანიძე, ჯოჯუა, მანწკავა, ჭანკოტაძე, ჭედია, ისიანი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024