დღეს, დინამოს აკადემიის U-14 გუნდმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც პაატა გოცირიძე გახლავთ, მორიგი კალენდარული მატჩი გამართა. მოზარდი დინამოელები ტორპედო–ავაზას თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდნენ და მეტოქეს ოთხბურთიანი სხვაობით – 5:1 სძლიეს. ჩვენი გუნდიდან ორი გოლი გაიტანა გიორგი ჩაკვეტაძემ, თითო გატანილი ბურთით კი აკაკი სამსონია, თორნიკე კოკაია და ზაზა ბერიძე გამოირჩნენ.
დღევანდელ შეხვედრაში პაატა გოცირიძის გაწვრთნილმა გუნდმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:
გუგეშაშვილი, კიკალიშვილი, ქაფიანიძე, ჭურღულაშვილი (სართანია 48’), ბადაშვილი, ნინუა, კუცია, ჩაკვეტაძე, სამსონია, ჯიქია, კოკაია