• Geo
  • Eng
16.10.2013
ხუთი დინამოელი ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სტუმრად, ესპანეთის ნაციონალური გუნდის წინააღმდეგ გამართა. მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ მატჩში ჯვაროსანთა სასტარტო შემადგენლობაში მყოფი ოთხი დინამოს ფეხბურთელიდან სამმა –  გიორგი ლორიამ, დავით კვირკველიამ და ირაკლი ძარიამ შეუცვლელად ითამაშეს, ელგუჯა გრიგალაშვილი კი დაპირისპირების 75–ე წუთზე თანაკლუბელმა ლევან ხმალაძემ შეცვალა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024