დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე ჩვენი გუნდის დუბლშემადგენლობამ მორიგი ტესტ-მატჩი გამართა. დინამოს მეტოქეობას ცხინვალის სპარტაკის სარეზერვო გუნდი უწევდა. მეტად საინტერესო შეხვედრა კახი გოგიჩაიშვილის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. დინამომ მეტოქეს ორი უპასუხო ბურთი გაუტანა. პირველ ტაიმში 21- ე წუთზე ანგარიში ვანო წილოსანმა გახსნა1:0. შეხვედრის მიწურულს კი 82- ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა საბოლოო ანგარიში 2:0 დააფიქსირა.
დინამო 2:0 სპარტაკი
დინამო (სარეზერვო გუნდი): კულუა (ისიანი 46), მარაქველიძე (კაპანაძე 67), თევზაძე, მელიქიძე (ველიაშვილი 63), მურუსიძე, კახნიაშვილი, წილოსანი, პაპუნაშვილი, გოროზია (ხარებაშვილი 70), მესხი (ვეკუა 46), კვერნაძე (ჩომახაშვილი 46)