• Geo
  • Eng
15.10.2013
დინამოს ისტორიიდან - გამარჯვება ბოავიშტასთან

17 წლის წინ 15 ოქტომბერს, უეფას თასის გათამაშების 1/16 ფინალში დინამო თბილისმა პორტუგალიურ ბოავიშტას უმასპინძლა. დინამო არენაზე გამართული შეხვედრა დავით ყიფიანის შეგირდების გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. გოლი შეხვედრის 28- ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან კახი გოგიჩაიშვილმა გაიტანა, რომელმაც მთელი მატჩი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა.

დინამო: ზოიძე, კალაძე, ლობჟანიძე, ჯელაძე, მაჭავარიანი (კერძევაძე 43), გოგიჩაიშვილი, კიკნაძე (ინალიშვილი 72), ჯამარაული, კობიაშვილი, ჩხაიძე, იაშვილი (დემეტრაძე 78)

ბოავიშტა: ალფრედო, პაულუ სოუზა, ტავარეში, სერხიო დუარტე, ლიტოში, სილვა (მარტელინიუ 50), ნუნუ გომეში (ჰასელბანკი 64), პედრუ, არაგაუ, ლატაპი (ბაპტიშტა 88), მარიუ სილვა

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024