დუბლშემადგენლობათა გათამაშების XIX ტურის შეხვედრა დინამოელებმა დიღომში, სიონის დუბლებთან გამართეს. ვასილ მაისურაძის შეგირდებმა დაძაბულ და საინტერესო შეხვედრაში 2–0 იმარჯვეს. ჩვენი გუნდის შემადგენლობიდან 50– ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ მოახერხა თავის გამოჩენა. მეორე გოლი კი 87– ე წუთზე სიონის ფეხბურთელებმა თავის კარში ჩაჭრეს.
დინამო: ხაინდრავა, ტვილდიანი (კაკაბაძე 77), გურეშიძე, გველესიანი, სამხარაძე, კვეკვესკირი (ლობჟანიძე 77), ჭეჭელაშვილი (კიტოვანი 87), პარუნაშვილი, მათიაშვილი (ზივზივაძე 46), ხოჭოლავა, პაპუნაშვილი (ნიკურაძე 46)
გოლები: 0:1 ზივზივაძე 50’ 0:2 ჯაფარიძე 87’(ავტოგოლი)