დინამოს აკადემიის U-15 და U-17 გუნდებმა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მორიგი საშინაო შეხვედრები გამართეს. მოზარდმა დინამოელებმა თბილისის ლოკომოტივის ასაკობრივი გუნდების წინააღმდეგ ითამაშეს. ვალერი გაგუას გაწვრთნილმა U-15 გუნდმა, რომელიც გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობს, მეტოქეს 2:0 მოუგო. გიორგი ხიზანიშვილის გაწვრთნილმა დინამოს 17-წლამდელებმა კი ლოკომოტიველი თანატოლები 5:2 დაამარცხეს.