ჩვენი გუნდის ცენტრალურ მცველს, ბოლნისის სიონის კარში პირველი გატანილი გოლის ავტორს, გივი კვარაცხელიას მატჩის შეფასება ვთხოვეთ.
გივი კვარაცხელია – სასიამოვნოა, რომ მორიგი სამი ქულა მოვიპოვეთ და უახლოეს მდევართან სხვაობა ექვს ქულამდე გაიზარდა. ეს ჩვენთვის დიდი ფორაა, მაგრამ სეზონი გრძელდება. რაც შეეხება ჩემს გოლს, გახარებული ვარ. თუმცა მთავარი დინამოს გამარჯვებაა.