დინამო თბილისის აკადემიის U-15 და U-17 გუნდებმა მორიგი შეხვედრები გამართეს. მოზარდმა დინამოელებმა დღეს მარტვილის მერანთან ითამაშეს. ვალერი გაგუას შეგირდებმა მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს და სეზონის პირველი ნახევარი ზამთრის ჩემპიონის რანგში დაასრულეს. გიორგი ხიზანიშვილის გაწვრთნილმა დინამოს U-17 გუნდმა კი მერანის 17–წლამდელთა გუნდს 5:1 მოუგო.