სპორტული გამოცემები ლელო და ოლიმპი ტრადიციულად ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებენ. XX ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ ორი დინამოელი – გიორგი ლორია და ჩისკო მუნიოსი შეიყვანა. აღსანიშნავია, რომ დინამოს ესპანელი ლეგიონერი, ჩისკო მუნიოსი მიმდინარე სეზონში, ლელოს სიმბოლურში უკვე 11–ჯერ მოხვდა. ოლიმპის ვერსიით ტურის საუკეთესო გუნდის წევრები ჩისკო მუნიოსი და გიორგი სეთურიძე გახდნენ.