• Geo
  • Eng
17.12.2012
დინამო vs მერანი – ურთიერთშეხვედრები

ოთხშაბათს, 19 დეკემბერს ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეერთე ტურში, ჩვენი გუნდი დინამო არენაზე მარტვილის მერანს დაუპირისპირდება. შეხვედრა 17.00 საათზე დაიწყება.

დინამოსა და მერანის ურთიერთშეხვედრებს ხანმოკლე ისტორია გააჩნია. გუნდები სულ ხუთჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ხუთი შეხვედრიდან სამი მოგება, ერთი ფრე და ერთი მარცხი. ბურთების შეფარდება 12/6 თბილისელთა სასარგებლოდ. პირველი შეხვედრა თბილისში, შარშან 25 სექტემბერს ეროვნული ნაკრების ბაზაზე გაიმართა. მეშვიდე ტურის შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2–1 დასრულდა. გუნდის კაპიტნის, ალექსანდრე კოშკაძის 43– ე წუთზე გატანილ გოლს, ოდიკაძემ 50– ე წუთზე კიდევ ერთი მიამატა. 69–ე წუთზე კი რეხვიაშვილმა თავის კარში ჩაჭრა ბურთი. მეორე შეხვედრაში კი მერანმა ჩვენი გუნდი ანალოგიური ანგარიშით დაამარცხა. 18 დეკემბერს ჩატარებულ შეხვედრაში ანგარიში დინამოს ესპანელმა ლეგიონერმა– იაგუემ გახსნა, რასაც მეორე ტაიმში იობაშვილის და ტაპეს გოლები მოჰყვა და მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. მესამე შეხვედრა, რომელიც 16 მარტს დინამო არენაზე გაიმართა ფრედ 2–2 დასრულდა. მეტად თვალსასეირო შეხვედრაში ჩისკოს და კოშკაძის გოლებს, სტუმრებმა– ჟვანიას და ჩალაძის გოლებით უპასუხეს. 28 აპრილს შემდგარი მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 3–1 დასრულდა. გოლების გატანა ალვარომ, კვეკვესკირმა და ძარიამ მოახერხეს. ბოლო შეხვედრაში, რომელიც 20 ოქტომბერს მარტვილში შედგა, თბილისელებმა დიდი ანგარიშით იმარჯვეს. ალვაროს დუბლს ჩისკომ და დვალმა მიამატეს გოლები და შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით 4–0 დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024