დინამო თბილისის ოქროს თაობის გამორჩეული ნახევარმცველი, 1964 წლის სსრკ– ს პირველობის გამარჯვებული, 1959 და 1962 წლების ბრინჯაოს მედლის მფლობელი– ჯემალ ზეინკლიშვილი დღეს 75 წლის გახდებოდა. იგი დინამოში 1959–1965 წლებში ასპარეზობდა. 171 ჩატარებულ შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. კარიერის დასრულების შემდეგ შეუდგა სამწვრთნელო კარიერას.