დინამო თბილისისა და მარტვილის მერანის ხვალინდელ შეხვედრას თორნიკე გვანცელაძე განსჯის. უკანასკნელი მატჩი, რომელიც თორნიკე გვანცელაძემ იმსაჯა კოლხეთი 1:2 დინამო ბათუმი არის, სადაც მატჩი მონაწილე ფეხბურთელებს 6 ყვითელი ბარათი და 2 წითელი ბარათი უჩვენა. ჩვენი გუნდის მონაწილეობით თორნიკე გვანცელაძემ განმუხურში, ზუგდიდი 1:1 დინამო იმსაჯა. აღნიშნულ დაპირისპირებაში გვანცელაძემ მხოლოდ ერთი ყვითელი ბარათი აჩვენა, მატჩის 81–ე წუთზე გაფრთხილება ნიკა კვეკვესკირმა მიიღო.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის თორნიკე გვანცელაძის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
თორნიკე გვანცელაძე
===========================================
უმაღლესი ლიგა - 59 თამაში / 229 ყვითელი / 7 წითელი / 10 პენალტი
პირველი ლიგა - 6 თამაში / 28 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
საქართველოს თასი - 5 თამაში / 19 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი