უმაღლესი ლიგის XXI ტურის შეხვედრა დინამოელებმა შინ, დინამო არენაზე, მარტვილის მერანის წინააღმდეგ გამართეს. დუშან უჰრინის შეგირდებმა წლის უკანასკნელი საშინაო მატჩი გამარჯვებით დაასრულეს. თბილისელმა ფეხბურთელებმა მეტოქეს 3:1 სძლიეს. ჩვენი გუნდის რიგებიდან თითო გატანილი გოლით ჩისკო, გიორგი მერებაშვილი და ჯაბა დვალი გამოირჩნენ.
დინამო 3:1 მერანი
გოლები: 1:0 ჩისკო 9’
2:0 მერებაშვილი 45+1’
3:0 დვალი 70’
3:1 ტორონჯაძე 76’
დინამო: ლორია, გველესიანი (გლიშიჩი 81’), რეხვიაშვილი, ხმალაძე, კვარაცხელია, სეთურიძე, კვეკვესკირი (კოტო 74’), მერებაშვილი, ალვარო (ხოჭოლავა 90’), ჩისკო, დვალი
მერანი: შეროზია, იობაშვილი, მელიავა, დიდავა, ნოზაძე (ამბროლაძე 76’), ლომია (ტორონჯაძე 68’), კუჭუხიძე, ბუკია, ქარქუზაშვილი, გეგეჭკორი, ფონიავა