• Geo
  • Eng
21.12.2012
დინამო ლონდონურ ფორუმზე

დინამო თბილისი უკვე ერთი წელია სპორტული ელექტრონული პროგრამის  wyscout– ის მომხმარებელია და პარტნიორული ურთიერთობა აქვს ამ იტალიურ კომპანიასთან. მოცემული პროგრამის გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელია თანამედროვე საფეხბურთო კლუბის სპორტული და სატრანსფერო სამსახურების გამართული და წარმატებული მუშაობა. ჩვენი კლუბიდან ამ მიმართულებით  იურიდიული განყოფილების უფროსი და ტრანსფერების მენეჯერი ლევან ზუხბაია მუშაობს. ა/წ 13–14 დეკემბერს კომპანია wyscout– მა, რომლის ძირითადი მომხმარებლებიც არიან მსოფლიოს წამყვანი კლუბები და სააგენტოები (მათ შორის: არსენალი, ჩელსი, ლივერპული, იუვენტუსი და ა. შ.) ქალაქ ლონდონში გამართა ტრადიციული ფორუმი, სადაც კლუბებსა და სააგენტოებს მიეცათ შესაძლებლობა პირისპირ ეწარმოებინათ მოლაპარაკება და დაემყარებინათ საქმიანი ურთიერთობა ერთმანეთთან. ასევე ამ ფორუმზე განხილული იქნა რამდენიმე საინტერესო საკითხი, რომელიც  სკაუტების სამსახურის ორგანიზება–ფუნქციონირებას და კლუბების სტრუქტურულ განვითარებას უკავშირდება.

ლევან ზუხბაია: ამ ორი დღის განმავლობაში მქონდა ინტენსიური შეხვედრები სხვადასხვა კლუბებისა და სააგენტოების წარმომადგენლებთან, რომლის დროსაც დინამოსთვის საინტერესო და საჭირო ურთიერთობებს ჩაეყარა საფუძველი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024