• Geo
  • Eng
22.12.2012
დინამოსა და ზესტაფონის შეხვედრას გიორგი ვადაჭკორია განსჯის

უმაღლესი ლიგის XXII ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამოელები ზესტაფონში, ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავენ – გიორგი ვადაჭკორია განსჯის. ბოლო შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა სიონი 0:0 ვიტ ჯორჯია არის. აღნიშნულ დაპირისპირებაში ვადაჭკორიამ მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს შვიდჯერ ყვითელი, ერთხელ კი წითელი ბარათი უჩვენა

ჩვენი გუნდის მონაწილეობით უკანასკნელად გიორგი ვადაჭკორიამ უმაღლესი ლიგის მეთხუთმეტე ტურის შეხვედრა იმსაჯა. ფოთში გამართული კოლხეთი – დინამო, ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ხსენებულ დაპირისპირებაში მატჩის მთავარმა არბიტრმა მატჩოს მონაწილე ფეხბურთელებს სამი ყვითელი ბარათი უჩვენა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

გიორგი ვადაჭკორია

===========================================

უმაღლესი ლიგა - 89 თამაში / 358 ყვითელი / 18 წითელი / 20 პენალტი

პირველი ლიგა – 3 თამაში / 10 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი

საქართველოს სუპერ თასი – 1 თამაში / 14 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი – 2 თამაში / 5 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი – 2 თამაში / 6 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი – 2 თამაში / 11 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩები – 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024