• Geo
  • Eng
22.12.2012
ჩვენი მეტოქე – ზესტაფონი

ესტაფონის საფეხბურთო კლუბთან თამაშით დინამოელები უმაღლესი ლიგის პირველ ეტაპს დაასრულებენ. ჩვენი გუნდი ზესტაფონს სტუმრად დაუპირისპირდება, მატჩი 14:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა კი დინამოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე შეგეძლებათ.

როვნულ ჩემპიონატში დინამოელები იმერულ კლუბს დღემდე 26–ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში თბილისური კლუბი ზესტაფონს სჯობნის – 13 მოგება, 6 ფრე, 7 მარცხი. ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 33:23–ზე არის. უკანასკნელი მატჩი დინამოსა და ზესტაფონს შორის დედაქალაქელთა გამარჯვებით დასრულდა – დინამომ საკუთარ მოედანზე 2:1 იმარჯვა.

აინტერესო და დაძაბული შეხვედრა ელის გულშემატკივარს. ჩემპიონობისთვის დარაზმული დუშან უჰრინის გაწვრთნილი გუნდი, საქართველოს ჩემპიონატის უკანასკნელ გამარჯვებულთან – ზესტაფონთან სამი ქულისთვის იბრძოლებს. თავის მხრივ იმერელი ფეხბურთელები იოლად არაფერს დათმობენ.

ურის ცენტრალური შეხვედრად მონათლული დინამო – ზესტაფონი მაყურებელს  ელის. სატურნირო თვალსაზრისით ორივე გუნდისთვის შეხვედრა განსაკუთრებული დინამოელები პოზიციების გამყარებას ეცდებიან, ზესტაფონელი ფეხბურთელები კი ქულათა მარაგის გაზრდისთვის იბრძოლებენ.

ღსანიშნავია, რომ ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ბოლო წლების უმაღლესი ლიგის საუკეთესო ფორვარდი, ექს–ზესტაფონელი ჯაბა დვალი. კლუბებს შორის შემდგარი შეთანხმების საფუძველზე დინამო 12 ნომერს ზესტაფონთან თამაშის უფლება იანვრის თვემდე არ აქვს – ეს კი დუშან უჰრინის სათამაშო მონახაზში კორექტივებს შეიტანს.

ეროელებთან შეხვედრით დინამოელები უმაღლესი ლიგის პირველ ეტაპს ზამთრის ჩემპიონის რანგში დაასრულებენ. ზესტაფონმა კი გასულ ტურში მოპოვებული გამარჯვებით ექვსეულში დარჩენა გაინაღდა.

რი შეხვედრა და ორი მოგებული მატჩი, 4 გატანილი ბურთი და მშრალად შენახული კარი – ასეთია ზესტაფონელთა რეზულტატი ახალი თავკაცის, კახა კაჭარავას გუნდში მოსვლის შემდეგ. დინამოელებს 16 თამაშიანი წაუგებელი სერია აქვთ. ეს კი იმის მომასწავებელია, რომ ხვალინდელი მატჩი უკომპრომისოდ წარიმართება.

ებისმიერ შემთხვევაში, ხვალინდელი შეხვედრა სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია. ჩემპიონობისთვის მებრძოლი დინამოელები უახლოეს მდევარს 6 ქულით ასწრებენ და ლიდერობის შესანარჩუნებლად გამარჯვება ესაჭიროებათ. ზესტაფონი კი საკუთარი მოედანზე ქულათა მარაგის გაზრდას შეეცდება.

ნტერესს იწვევს ზესტაფონის შემადგენლობა, თუ როგორი იქნება ჩვენი მომავალი მეტოქის სასტარტო თერთმეტეული ამას მათი მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს. ჩვენი ვარაუდით კი ფეროელები პირველივე წუთებიდან ასეთი შემადგენლობით იასპარეზებს:

კვასხვაძე, თედორე გრიგალაშვილი, კაჭკაჭიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, კობახიძე, ღონღაძე, აფციაური, ბაბუნაშვილი, გორგიაშვილი, იელიჩი, დემელი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024