23 დეკემბერს ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეორე ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართება. ზესტაფონის ზესტაფონი დინამო თბილისს უმასპინძლებს. შეხვედრა 14.00 საათზე გაიმართება.
აქამდე გუნდები ერთმანეთს ოცდაექვსჯერ შეხვედრიან. აქედან ცამეტ შემთხვევაში მტკვრისპირელებმა დატოვეს მინდორი თავაწეულებმა, ექვსი შეხვედრა ფრედ დამთავრდა, ხოლო შვიდ მატჩში გამარჯვებულები ყვირილისპირელები დარჩნენ. ბურთების შეფარდება 33/23 თბილისელთა სასარგებლოდ. ამ გუნდების დაპირისპირებაში ყველაზე პოპულარული ანგარიში 1–0 არის, რომელიც ცხრა შეხვედრაში დაფიქსირდა. ექვსი შეხვედრა კი ანგარიშით 2–0 დასრულდა. დიდი ანგარიში მხოლოდ სამ შეხვედრაში დაფიქსირდა. 2009 წლის 10 აპრილს, თბილისელებმა გასვლაზე, ოთხი უპასუხო გოლით დაამარცხეს მოწინააღმდეგე. იმავე წლის 29 აგვისტოს, ოცდამეერთე ჩემპიონატის მეოთხე ტურში კი ზესტაფონელებმა 4–1 იმარჯვეს, ეს შეხვედრაც ფეროელთა ქალაქში გაიმართა. ასევე ზესტაფონში დაფიქსირდა მესამე დიდი ანგარიში ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში. შარშან 14 დეკემბერს, პირველობის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს, ზესტაფონმა 5–1 დაამარცხა დინამო.
დინამოს ზესტაფონური გუნდებიდან, ასევე მარგვეთთან და მეტალურგთან უთამაშია. ამ შეხვედრებში თბილისელებს კოლოსალური უპირატესობა ჰქონდათ. ოცდაერთ ჩატარებულ მატჩში ზესტაფონელებმა მხოლოდ ორჯერ იმარჯვეს, სამი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო თექვსმეტ შემთხვევაში თბილისელებმა იზეიმეს გამარჯვება. ბურთების შეფარდება 82/15 დინამოს სასარგებლოდ. ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 1994 წლის 15 ოქტომბერს იმარჯვა. მეექვსე ჩემპიონატის მერვე ზდაამარცხეს. 1996 წლის 17 ნოემბერს დინამომ რვა უპასუხო ბურთი გაუტანა მარგვეთს. ანგარიშებით 6–0 და 6–1 კი, დინამომ სამ–სამჯერ იმარჯვა.
ამ გუნდების ბოლო შეხვედრა, რომელსაც დინამო არენამ უმასპინძლა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით 2–1 დასრულდა. 27 ოქტომბერს გამართული შეხვედრაში ალვარომ გახსნა ანგარიში, შემდეგ ბაბუნაშვილმა სტატუს ქვო აღადგინა, ხოლო გამარჯვების მომტანი გოლი ჩისკო მუნიოსმა გაიტანა.