სპორტულმა ინტერნეტ–ჟურნალმა WORLDSPORT.GE–მ უმაღლესი ლიგის განვლილი 22 ტურის რჩეულნი დაასახელა. მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად ჩვენი გუნდის ესპანელი ლეგიონერი, ჩისკო მუნიოსი დაასახელეს, რომელიც თანაგუნდელ ჯაბა დვალს ერთი გოლით ასწრებს და 17 გატანილი ბურთით ერთპიროვნულად ბომბარდირთა დავასაც ლიდერობს
მსოფლიო სპორტმა ჩემპიონატის ორი (ძირითადი და სათადარიგო) სიმბოლური შემადგენლობა დაასახელა. ძირითადი სიმბოლური გუნდში ყველაზე მეტი, ხუთი ფეხბურთელით დინამო თბილისია წარმოდგენილი. სიმბოლურ თერთმეტეულში მოხვდნენ გივი კვარაცხელია, მიკელ ალვარო, გიორგი მერებაშვილი, ჩისკო და ჯაბა დვალი. სათადარიგო ნაკრების წევრებად კი გიორგი ლორია და გიორგი სეთურიძე დასახელდნენ.
დინამოელებმა განვლილ 22 ტურში ყველაზე მეტჯერ, ცხრაჯერ, მოახერხეს მოწინააღმდეგეთა დიდი ანგარიშით დამარცხება. მიმდინარე ჩემპიონატში ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა დინამო 7:2 სიონი არის.