• Geo
  • Eng
23.11.2012
დინამო VS დილა – პრესკონფერენცია მატჩამდე

ხვალ ეროვნული ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, გორის დილასთან გამართავს.  დინამოელებმა დღეს დინამო არენაზე ივარჯიშეს. ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ტურისა და ჩემპიონატის გამორჩეული შეხვედრის წინ, დუშან უჰრინმა და დინამოს ფეხბურთელებმა პრესკონფერენცია გამართეს.

დუშან უჰრინი - ხვალინდელი შეხვედრა თითოეული ჩვენგანისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, ჩვენმა მეტოქემ ათი შეხვედრა ითამაშა ისე, რომ კარი მშრალად შეინახა – კარგად ვიცით თუ რა დონის გუნდთან მოგვიწევს თამაში. მოხარული ვარ, რომ უშუალო კონკურენტთან ვითამაშებთ. იმედია მაყურებელი ნასიამოვნები დარჩება. პირველ ადგილზე ვართ და ხვალინდელი შეხვედრის შემდეგაც პირველ ადგილზე ყოფნა გვსურს. გორის დილასთან თამაშისთვის ყველანი მზად ვართ.

გიორგი მერებაშვილი - რთული თამაში იქნება და მოედანზე ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გამარჯვებულები გამოვიდეთ. გორის დილას სახით ძლიერი მეტოქე გვყავს. დინამო მოედანზე მუდამ მოსაგებად გამოდის და ასე იქნება ხვალაც.

ჩისკო - ხვალ მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს. ყველაფერს ვეცდებით, რომ დინამო ვასახელოთ. მეტად რთულ და დაძაბულ თამაშში დარწმუნებული ვარ დავამტკიცებთ იმას, რომ დინამო საქართველოში საუკეთესოა - დამაკმაყოფილებელი შედეგი მხოლოდ გამარჯვება იქნება.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024