• Geo
  • Eng
23.11.2012
U15 კვლავ იგებს

დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამოს აკადემიის U15 და U17 გუნდებმა მორიგი საშინაო შეხვედრები გამართეს. თბილისელი ფეხბურთელების მეტოქე ამჯერად ზუგდიდის საფეხბურთო კლუბის ასაკობრივი გუნდები იყვნენ. ვალერი გაგუას გაწვრთნილმა U15 გუნდმა თანატოლ ზუგდიდელებს ექვსი უპასუხო ბურთი გაუტანა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

გიორგი ხიზანიშვილის გაწვრთნილი U17 გუნდი კი ზუგდიდელ თანატოლებთან მინიმალური ანგარიშით – 0:1 დამარცხდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024