• Geo
  • Eng
17.10.2013
ახალგაზრდა დინამოელების წარმატებული სტარტი

დინამო თბილისის აკადემიის 2002 წლიანთა გუნდი სანქტ-პეტერბურგში იმყოფება, სადაც იმართება საერთაშორისო ტურნირი- YOUNG TALENTS CUP 2013. ტურნირში მონაწილეობს 20 გუნდი, რომელიც დაყოფილია 4 ჯგუფად. დინამო თბილისის მეტოქეები ჯგუფში არიან: ნიჟნი ნოვგოროდი, ზენიტი სანქტ-პეტერბურგი, კურსკი და ირკუტსკის ბაიკალი. დღეს ჩვენმა ფეხბურთელებმა ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი გამართეს. პირველ შეხვედრაში თბილისელები ნიჟნი ნოვგოროდის გუნდს დაუპირისპირდნენ და შეხვედრა 1:1 დასრულდა. გოლი გიორგი აბუაშვილის ანგარიშზეა. შემდეგ მატჩში დინამომ ირკუტსკის ბაიკალი დაამარცხა მინიმალური ანგარიშით 2:1. დავით ზურაბიანმა დუბლი შეასრულა. მესამე შეხვედრა ახალგაზრდა დინამოელებმა კურსკთან გამართეს და დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხეს მეტოქე. ორი გოლი დავით ზურაბიანმა გაიტანა, ხოლო ერთი ბურთი ირაკლი აზაროვის ანგარიშზეა. ჯგუფის დარჩენილ ბოლო შეხვედრას ახალგაზრდა დინამოელები ხვალ, პეტერბურგის ზენიტის წინააღმდეგ გამართავენ.

დინამოელებმა სამივე შეხვედრა შემდეგი შემადგელობით ჩაატარეს: ხარშილაძე, ბზეკალავა, მაისურაძე, ხარაზიშვილი, აზაროვი, გოდერძიშვილი, აბუაშვილი, ზურაბიანი

შეცვლებზე შევიდნენ: შიუკაშვილი, ხვედელიძე, ხორავა, ლურსმანაშვილი, ბექაური

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024