• Geo
  • Eng
16.10.2013
დინამოელები 17–წლამდელთა ნაკრებში

17–22 ოქტომბერს საქართველო 17–წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრებს უმასპინძლებს. მეთერთმეტე ქვეჯგუფში წარმატების მისაღწევად და ელიტ–რაუნდში მოსახვედრად საქართველოსთან ერთად ჰოლანდიის, სან მარინოს და ფარერის კუნძულების  ნაკრები გუნდები იბრძოლებენ.

 

17 ოქტომბერს ჯგუფის გახსნით შეხვედრას დინამო თბილისის საშინაო სტადიონი – დინამო არენა უმასპინძლებს, რომელშიც ერთმანეთს ჰოლანდიელი და ფარერის კუნძულელი 17–წლამდელები დაუპირისპირდებიან.

 

აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს 17–წლამდელთა ნაკრებში დინამოდან ამპლუით მცველს – ვასილ კაციტაძეს უხმეს. ნაკრებთან ერთად იქნებიან დინამოს ექიმი, დავით ხარაბაძე და ფიზიოთერაპევტი, გურამ მარშანია.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024