• Geo
  • Eng
11.11.2022
ტაბიძე და მექვაბიშვილი ეროვნულ ნაკრებში

საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში მაროკოს დაუპირისპირდება. წლის ბოლო მატჩს ჩვენი გუნდი არაბეთის გაერთიანებულ საემიროების ქალაქ შარჯაში 17 ნოემბერს ჩაატარებს. ეროვნული ნაკრები 14 ნოემბერს შეიკრიბება, ხოლო 15-ში გეზს არაბეთის ნახევარკუნძულისკენ აიღებს.

 

ვილი სანიოლიმ აღნიშნული მატჩისთვის დინამოდან ორ ვიცე-კაპიტანს უხმო. ნაკრების ღირსებას ცენტრალური მცველი ჯიმი ტაბიძე და ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი დაიცავენ.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024