• Geo
  • Eng
10.11.2022
ფრე თელავთან

დღეს დინამო არენაზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 34-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ თელავს უმასპინძლა.

მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და პირველივე წუთებიდან რამდენიმე სახიფათო იერიშიც განახორციელეს სტუმართა კართან. გოლი კი თბილისელებმა მე-20 წუთზე გაიტანეს. ლამაზი და სწრაფი კომბინაცია თორნიკე კირკიტაძემ მარჯვენა ფრთაზე გააგრძელა, მისი ჩაწოდებული ბურთი ბარნს ოსეიმ გაატარა, ომარ ულად იმრანმა კი ზუსტი დარტყმით კარში გადაგზავნა 1-0. ამის შემდეგ დინამოელებმა კიდევ ერთი ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენეს. მალი-იმრანი-კამარას კომბინაცია ამ უკანასკნელის არაზუსტი დარტყმით დასრულდა. მანამდე კი ბარნს ოსეიმ გაიტანა გოლი, თუმცა აღმოჩნდა, რომ თამაშგარედან. მეორე ტაიმის დებიუტში სტუმრებმა პენალტით ანგარიში გაათანაბრეს. თერთმეტმეტრიანი ზუსტად ბექა ქავთარაძემ შეასრულა. ცოტახანში ნიკა მალიმ კიდევ ერთი გოლი გაიტანა თელავის კარში, მაგრამ მთავარმა არბიტრმა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ გოლი გააუქმა. 55-ე წუთზე სტანისლავ ბილენკის შეეძლო გატანა, მაგრამ ბოლო წამს მეკარემ არ დაანება. დინამოელები მთელი დარჩენილი დრო უტევდნენ, მაგრამ გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს და შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა.

მომდევნო მატჩს დინამო 26 ნოემბერს წყალტუბოში, სამგურალის წინააღმდეგ გამართავს.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024