• Geo
  • Eng
31.05.2014
გიორგი პაპუნაშვილი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს

საქართველოს ეროვნული ნაკრები შვეიცარიაშია და მორიგი ამხანაგური მატჩისთვის ემზადება. ჯვაროსნების მეტოქე 3 ივნისს გასამართ მატჩში- არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრები იქნება. თემურ ქეცბაიამ აღნიშნული შეხვედრისთვის მოსამზადებლად ნაკრებში ახალგაზრდა დინამოელ ნახევარმცველს- გიორგი პაპუნაშვილს უხმო.

შეგახსენებთ, რომ ჯვაროსნების შემადგენლობაში ექვსი დინამოელი- გიორგი ლორია, დავით კვირკველია, ირაკლი ძარია, ოთარ მარცვალაძე, გიორგი ხიდეშელი და გიორგი პაპავა ემზადება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024