• Geo
  • Eng
30.05.2014
ეროვნულმა ნაკრებმა საუდის არაბეთი დაამარცხა

დღეს ესპანეთის ქალაქ ხერესში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ანგარიშით 2:0 საუდის არაბეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხა. გოლები თორნიკე ოქრიაშვილმა და ლადო დვალიშვილმა გაიტანეს. 90 წუთის მანძილზე ჯვაროსნების კარს გიორგი ლორია იცავდა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ამ მატჩის საბოლოო შედეგის დაფიქსირებაში. პირველი ტაიმი ითამაშა ოთარ მარცვალაძემ. მეორე ნახევარში კი მოედანზე ვიხილეთ ირაკლი ძარია და ნაკრების დებიუტანტი გიორგი პაპავა. სათადარიგო სკამზე იყო გიორგი ხიდეშელი.

მომდევნო შეხვედრას თემურ ქეცბაიას გუნდი 3 ივნისს შვეიცარიაში, საემიროების ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024