• Geo
  • Eng
26.12.2012
ჩისკო, დვალი, ლორია – საუკეთესონი არიან

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წლის შემაჯამებელ გამოკითხვას ჩაატარა. გამოკითხვაში უმაღლესი ლიგის თორმეტივე გუნდის მწვრთნელებთან და კაპიტნებთან ერთად, სპორტული ჟურნალისტებიც იღებდნენ მონაწილეობას. ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო ქართველი ლეგიონერი და ახალგაზრდა მოთამაშე 26 დეკემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ახლადგახსნილ სპორტკაფეში დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ჩემპიონატიდან ყველაზე მეტი ნომინანტით დინამო თბილისი იყო წარმოდგენილი. უმაღლესი ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე წარდგენილი 30 ფეხბურთელიდან 5 დინამოელი იყო – ჩისკო, გიორგი ლორია, ჯაბა დვალი, გიორგი მერებაშვილი და მიკელ ალვარო.
საუკეთესო სამეული დინამოელებით დაკომპლექტდა. ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დინამოს ესპანელი ლეგიონერი, ჩისკო დასახელდა. მეორე ადგილზე ასევე დინამოელი ჯაბა დვალი გავიდა, მესამე პოზიცია კი გიორგი ლორიამ დაიკავა.

საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი, რომელიც ჩისკომ დაიმსახურა დინამოს ლეგენდამ, სფფ–ს ვიცე–პრეზიდენტმა, ალექსანდრე ჩივაძემ ჩვენი კლუბის სპორტულ დირექტორს, ბუბა ტყავაძეს გადასცა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024