დინამოს ფეხბურთელებს, ვეტერანებს, ყველა თაობის დინამოელს, ჩვენი კლუბის აკადემიის პატარებს, დინამოს მწვრთნელებსა და მომსახურე პერსონალს, დინამოს საწვრთნელი ბაზის, აკადემიის და დინამო არენის ყველა თანამშრომელს, ჩვენი საყვარელი გუნდის ფანებს, სხვადასხვა თაობის ერთგულ ქომაგს, მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი და ჯანმრთელობა, ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო გისურვოთ.
ჩვენს ცხოვრებაში დინამოს განსაკუთრებული ადგილი უკავია. დინამომ საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა. მტკიცედ მწამს და მჯერა, რომ წარმატებული სვლა გაგრძელდება. გპირდებით, მაქსიმუმს გავაკეთებთ ამისთვის.
დინამოს საუკეთესო პირობები აქვს დასახული მიზნის მისაღწევად.
ჩვენი კლუბის საფეხბურთო აკადემიის პატარებს კი ყველა პირობა აქვთ, რათა მომავალში ღირსეულდ დაიცვან ჩვენი კლუბის საამაყო სახელი.
დინამოში აღმშენებლობის პროცესი გრძელდება და დიდი იმედი მაქვს, ყველანი ერთად არაერთ შთამბეჭდავ გამარჯვებას ვიზეიმებთ.
კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი და გისურვოთ, რომ 2013 წელი დიდი წარმატებების და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის!