100 წლის წინ ჩვენი კლუბის ერთ–ერთი პირველი თაობის გამორჩეული ფეხბურთელი– გრიგოლ გაგუა დაიბადა. დინამო თბილისის ნახევარმცველმა საკავშირო ჩემპიონატებში 153 შეხვედრა გამართა და 2 გოლი გაიტანა. არის 1939 და 1940 წლების ვიცე–ჩემპიონი. 1946 და 1947 წლების ბრინჯაოს მფლობელი. 1948 წელს მიანიჭეს სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება. 1937 წელს იასპარეზა ბასკეთის ნაკრების წინააღმდეგ. ჩვენი კლუბის შემადგენლობაში 1936– დან 1950 წლამე ასპარეზობდა. აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, დაიწყო სამწვრთნელო მოღვაწეობა.