გაზეთმა ლელომ საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა. გამოცემამ მკითხველს ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების საკუთარი ვერსია შესთავაზა, სადაც 5 დინამოელია - ჩისკო, მერებაშვილი, დვალი, ალვარო და კვარაცხელია. სეზონის პირველი ეტაპის საუკეთესო მწვრთნელი ჩვენი გუნდის დამრიგებელი დუშან უჰრინი გახლავთ, საუკეთესო ფეხბურთელი კი ჩისკო.
ლელო ჩემპიონატის ყველა ტურის შემდეგ სიმბოლურ ნაკრებს ადგენდა, რომელშიც სხვადასხვა ტურის შემდეგ ჯამში 12 დინამოელი მოხვდა. ყველაზე მეტჯერ რჩეულთა შორის ჩისკო დასახელდა. 7-ჯერ შეიყვანეს სიმბოლურში მისი თანამემამულე მიკელ ალვარო. საუკეთესოთა შორის 6-ჯერ მოხვდნენ ჯაბა დვალი, გიორგი მერებაშვილი და გივი კვარაცხელია. ლევან ხმალაძე კი - ოთხჯერ.