დღეს ლეგენდარული დინამოს, ლეგენდარული ფორვარდი– რამაზ შენგელია 56 წლის გახდებოდა. დინამოს შემადგენლობაში ბატონი რამაზი ასპარეზობდა 1977– დან 1988 წლამდე. 403 ჩატარებულ მატჩში გაიტანა 179 გოლი. საბჭოთა კავშირის 1978 წლის ჩემპიონი. 1977 წლის პირველობის მეორეადგილოსანი. 1981 წლის საკავშირო ჩემპიონატის პრიზიორი. 1979 წლის ბროლის თასის მფლობელი. 1981 წელს მოიპოვა ევროპის თასების მფლობელთა თასი. ხუთჯერ დასახელდა 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის. 1978 და 1981 წლებში დაასახელეს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად. 1981 წელს გახდა საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი. მიიღო მონაწილეობა 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ევროპის ახალგაზრდული პირველობის გამარჯვებული. საკავშირო ნაკრებში ჩაატარებულ 26 შეხვედრაში, გაიტანა 10 გოლი. შარშან 21 ივნისს ლეგენდარული ფორვარდი ქართულ და მსოფლიოს საფეხბურთო ოჯახს გამოაკლდა.