დღეს დინამოელებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ბაზასთან არსებულ კლინიკაში სამედიცინო შემოწმება დაასრულეს.
მერაბ ვარძუკაშვილი (დინამო თბილისის მთავარი ექიმი) – დღევანდელი სამედიცინო შემოწმების შედეგები დამაკმაყოფილებელია. იგი შესაბამისობაში მოდიოდა იმ სპეციალურ ინდივიდუალური მოსამზადებელი პროგრამასთან, რომელიც ფეხბურთელებს შეკრების დაწყებამდე სამწვრთნელო–სამედიცინო შტაბის ერთობლივი გადაწყვეტილებით დაურიგდათ.
დინამოელები სეზონის მეორე ნახევრისთვის სამზადისს ხვალიდან შეუდგებიან.