• Geo
  • Eng
21.01.2013
დინამო თურქეთში გაემგზავრა

სეზონის მეორე ნახევრისთვის სამზადისს დინამოელები თურქეთში განაგრძობენ. გუნდი დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ანთალიურ შეკრებაზე თბილისი–სტამბულის რეისით გაემგზავრა. დედაქალაქელები მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში სასტუმრო Blue waters–ში იცხოვრებენ.

თბილისიდან დუშან უჰრინმა შეკრებაზე 24 ფეხბურთელი იახლა:

გიორგი ლორია, თორნიკე ზარქუა, ლევან ტყეშელაშვილი, ჯაბა დვალი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი გველესიანი, გივი კვარაცხელია, ირაკლი ძარია, ოთარ ხიზანეიშვილი, გიორგი შაშიაშვილი, გიორგი სეთურიძე, ჯაბა ჯიღაური, ლევან ხმალაძე, გიორგი რეხვიაშვილი, ნიკა დიასამიძე, დავით ხოჭოლავა, დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი პაპავა, გიორგი მერებაშვილი, ლაშა შინდაგორიძე, არჩილ ტვილდიანი, დარკო გლიშიჩი, კარლეს კოტო და მიკელ ალვარო.

დინამოელებს თურქულ შეკრებაზე შეუერთდება ჩისკო მუნიოსი.

ჩვენი გუნდი მოსამზადებელ ეტაპზე პირველ სპარინგ–მატჩს 23 იანვარს, ყაზახეთის ჩემპიონთან, ყარაგანდის შახტიორთან  გამართავს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024