დინამოელები სეზონის მეორე ეტაპისთვის მზადებას 15 იანვრიდან შეუდგნენ. დუშან უჰრინი ორჯერად ვარჯიშებს ატარებს. ჩვენი გუნდი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე 21 იანვრამდე მოემზადება, შემდეგ კი თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება. დინამოელები ორ უცხოურ შეკრებას გაივლიან. 21-31 იანვარს და 5-15 თებერვალს დინამო ანთალიაში მოემზადება. 21-31 იანვარს, გუნდი სასტუმრო BLUE WATERS-ში იცხოვრებს და 3 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. სავარაუდო მეტოქეები იქნებიან:
23 იანვარი შახტიორი /ყარაგანდა/ ყაზახეთის ჩემპიონი.
26 იანვარი ვორსკლა /პოლტავა/ უკრაინის პრემიერლიგა
29 იანვარი ილიჩევეცი /მარიუპოლი/ უკრაინის პრემიერლიგა
1 თებერვალს დინამო სამშობლოში დაბრუნდება. 5-15 თებერვალს კი ისევ თურქულ შეკრებას გაივლის და MARDAN PALACE- ში დაბინავდება. მეორე შეკრებაზე 4 სპარინგი იგეგმება. სავარაუდო მეტოქეები იქნებიან:
7 თებერვალი ამკარი /პერმი/ რუსეთის პრემიერლიგა
9 თებერვალი პოლონია /ვარშავა/ პოლონეთის ექსტრაკლასა
11 თებერვალი მეტოქე დასაზუსტებელია
13 თებერვალი ზარია /ლუგანსკი/ უკრაინის პრემიერლიგა