დინამოში ითამაშებს 29 წლის დიმიტრი ტატანაშვილი. რომელიც ჩვენს გუნდში 2010/2011 წლების სეზონში გამოდიოდა და 15 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი მან რუსთავის მეტალურგში გაატარა, სადაც ჩემპიონატის 22 მატჩში 7 ბურთი გაიტანა. დიმიტრი სხვადასხვა დროს ამერში, ჩეხურ პლზენში, კლადნოში და უკრაინულ ზაპოროჟიეს მეტალურგში გამოდიოდა.
დიმიტრი ტატანაშვილი – დინამო ჩემთვის საყვარელი გუნდია, განსაკუთრებული გრძნობები მაკავშირებს. ახლა კიდევ ერთხელ მომიწევს დინამოს მაისურით თამაში და ვეცდები გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილის შეტანას. გუნდში ბევრი რამ შეიცვალა, დღეს დინამოს კიდევ უფრო დიდი ამბიციები აქვს. მიზანი არამარტო ქართულ, არამედ ევროპულ ასპარეზზე წარმატებული გამოსვლაა. მიუხედავად იმისა, რომ წინა სეზონში დინამოს შემადგენლობაში არ ვთამაშობდი, გულშემატკივრებისგან განსაკუთრებულ სითბოს ვგრძნობდი. დიდ პატივს ვცემ მათ და იმედი მაქვს მათთვის მადლობის გადახდას მოედნიდან, დინამოს მაისურით გატანილი გოლებით მოვახერხებ.