დინამოში ითამაშებს 19 წლის შემტევი ლაშა შინდაგორიძე, რომელიც უკანასკნელად ზესტაფონის დუბლშემადგენლობაში ასპარეზობდა. ლაშამ ფეხბურთის თამაში სასკოში, 2001 წლიდან დაიწყო, სადაც ცხრა წელი დაჰყო. 2010/2011 წლების სეზონი კი დანიურ ორჰუსში გაატარა. დღეს ლაშამ დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა.
ლაშა შინდაგორიძე – ძალიან გახარებული ვარ, რომ ისეთ გუნდში მომიწევს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლინება, როგორიც დინამო თბილისია. იმედი მაქვს გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილის შეტანას შევძლებ. დინამოში თავს უცხოდ ნამდვილად არ ვგრძნობ, ჩემი თაობის ფეხბურთელებთან დიდი ხანია ვმეგობრობ. თანაგუნდელებმა კარგად მიმიღეს, ვფიქრობ ადაპტაციის პრობლემა არ მექნება. მართალია, ბოლო ერთი წელიწადი სტაბილურად არცერთ გუნდში მითამაშია, თუმცა ახლა დინამოსთან სრულფასოვანი კონტრაქტი მაკავშირებს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო გუნდის შემადგენლობაში ღირსეული ადგილი დავიმკვიდრო.