დღეს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამო თბილისის დუბლშემადგენლობამ ამხანაგური შეხვედრა გამართა. დინამოელების მეტოქე პირველი ლიგის ბინადარი გაგრა იყო. ბაზაზე გამართული მატჩი ფრედ – 2:2 დასრულდა. 27–ე წუთზე ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა პენალტი ზუსტად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1. ტაიმის მიწურულს, 42–ე წუთზე კი კვლავ ჭეჭელაშვილმა მოახერხა მეტოქის კარის აღება – 2:1. დინამოელები შესვენებაზე უპირატესობით გავიდნენ. მატჩის მეორე ნახევარში სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. 63–ე წუთზე კვლავ ჭიაბერ ჭეჭელაშვილს ჰქონდა გოლის გატანის საშუალება, თუმცა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა მას ამჯერად მეკარემ აუღო.
დინამო თბილისის დუბლიორთა მთავარმა მწვრთნელმა, ვასილ მაისურაძემ დღევანდელ შეხვედრაში შემდეგი შემადგენლობა ათამაშა:
შერმადინი, მანაგაძე (ჯაფიაშვილი 36’), თევზაძე, მელიქიძე (ნოზაძე 55’), მუსერიძე, მაჭავარიანი, წილოსანი (მაისურაძე 80’), მესხი (ნიკვაშვილი 46’), ლობჟანიძე, ჭეჭელაშვილი (გაბუნია 68’), კვარაცხელია