ანთალიაში შეკრებაზე მყოფმა დინამოელებმა, პირველი მოსამზადებელი ეტაპის ბოლო შეხვედრა გამართეს. დასკვნით სპარინგში დუშან უჰრინის ფეხბურთელები მარიუპოლის ილიჩევეცს გაეჯიბრნენ და ფრედ – 2:2 ითამაშეს. შეხვედრის 31–ე წუთზე ანგარიში გიორგი მერებაშვილმა გახსნა. მეორე ნახევარში მეტოქემ ორი გოლი გაგვიტანა, შეხვედრის უკანასკნელ წუთზე კი ლაშა შინდაგორიძის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა გიორგი მერებაშვილმა გოლად აქცია და საფინალო რეზულტატიც დაფიქსირდა.
დღევანდელ შეხვედრაში დინამოელებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს:
ლორია, რეხვიაშვილი, მილხრაუმი, ძარია (ტატანაშვილი 73’), ხმალაძე (კვეკვესკირი 46’), კვარაცხელია (შაშიაშვილი 46’), სეთურიძე (მენდი 75’), მერებაშვილი, ალვარო, ხოჭოლავა (კოტო 46’), დვალი (შინდაგორიძე 74’)
ილიჩევეცთან სპარინგში მონაწილეობა არ მიუღიათ თორნიკე ზარქუას, ლევან ტყეშელაშვილს, გიორგი გველესიანს, ოთარ ხიზანეიშვილს, ჯაბა ჯიღაური, ნიკა დიასამიძეს, გიორგი პაპავას, არჩილ ტვილდიანს, დარკო გლიშიჩსა და ჩისკოს.
დინამოელები პირველი თურქული შეკრებიდან სამშობლოში 31 იანვარს დაბრუნდებიან.