• Geo
  • Eng
19.10.2013
დინამო VS ჩიხურას თორნიკე გვანცელაძე განსჯის

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის IX ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ გამართავს, თორნიკე გვანცელაძე განსჯის. თორნიკე გვანცელაძეს ასისტენტობას ზაზა მენთეშაშვილი და ზაალ ბერულავა გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები გოგა კიკაჩეიშვილი და დავით სანოძე იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი არსენ ნონიკაშვილი შეასრულებს.

 

ჩვენი გუნდის მონაწილეობით თორნიკე გვანცელაძემ უკანასკნელად საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა იმსაჯა, რომელშიც დინამოელებმა სტუმრად ხობის კოლხეთი ანგარიშით – 9:0 დაამარცხეს. აღნიშნულ მატჩში თორნიკე გვანცელაძემ თბილისელი და ხობელი ფეხბურთელები თითოჯერ გააფრთხილა.

 

უკანასკნელი თამაში, თორნიკე გვანცელაძემ ევროპის 19–წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევ რაუნდზე იმსაჯა. ქართველმა მსაჯმა ლატვია 2:1 ბელორუსის მსვლელობისას ფეხბურთელებს სამი ყვითელი ბარათი უჩვენა, აქედან ორი ბარათი ბელორუსებმა მიიღეს, ერთი კი – ლატვიელებმა.

 

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის თორნიკე გვანცელაძის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

თორნიკე გვანცელაძე

===========================================

უმაღლესი ლიგა – 69 თამაში / 276 ყვითელი / 7 წითელი / 11 პენალტი

პირველი ლიგა – 11 თამაში / 49 ყვითელი / 2 წითელი / 4 პენალტი

საქართველოს თასი – 12 თამაში / 48 ყვითელი / 3 წითელი / 5 პენალტი

უეფა. ევროპა ლიგა. საკვალიფიკციო ეტაპი – 1 თამაში / 5 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

ევროპის ჩემპიონატი. U-17 ელიტ–რაუნდი – 2 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

ევროპის ჩემპიონატი. U-19 საკვალიფიკაციო  – 2 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

ევროპის ჩემპიონატი. U-21 საკვალიფიკაციო – 1 თამაში / 6 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024