• Geo
  • Eng
27.11.2022
19 წლამდელები მორიგი ტიტულისკენ მიიწევენ

დღეს 19 წლამდე ლიგის მე-16 ტურში მოქმედი ჩემპიონი საგურამოს ეწვია. დედაქალაქური დერბი ლოკომოტივის ბაზაზე შედგა და სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. ერთადერთი და სამი ქულის მომტანი გოლი საბა გეგიაძის ანგარიშზეა.

 

ამ გამარჯვებით ვალერი გაგუას გუნდმა 39 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში უკეთესი ბურთესბის ბალანსის გამო პირველ ადგილზე იმყოფება. ბოლოსწინა ტურს დინამოელები 5 დეკემბერს მარტვილის მერანის წინააღმდეგ ჩაატარებენ, ტიტულის შესანრჩუნებლად კი დედაქალაქელებს გამარჯვება ესაჭიროებათ, რადგან ჩემპიონატის ბოლო მატჩი ბენდელაზე, უშუალო კონკურენტ - საბურთალოსთან ელოდებათ.

 

U19 ლოკომოტივი 0-1 დინამო

 

U19 დინამო: საური, კვერენჩხელაძე, ლაცაბიძე, ბაგრატიონი, ახალკაცი, გეგიაძე, გოგობერიშვილი, ჩიტაშვილი, თოდუა, ღურწკაია, გოცირიძე

სათადარიგო სკამი: ხელაშვილი, მორჩილაძე, დათუაშვილი, ხუტიაშვილი, კობახიძე, ნოზაძე, შეროზია, თოფურია

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024