დღეს წყალტუბომ 35-ე ტურის შეხვედრას უმასპინძლა. ერთმანეთის პირისპირ ბრინჯაოსა და ოქროს მედლების მაძიებლები წარდგნენ.
მატჩი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო, 21-ე წუთზე კი ანგარიშიც გაიხსნა. ჯეფერსონ ჯერალდუს ჩაწოდებული გიორგი ნიქაბაძემ გოლად გარდასახა. საერთოდ პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, რამდენიმე სახიფათო მომენტი თბილისელებმაც შექმნეს, თუმცა უშედეგოდ. მეორე ტაიმი წვიმის აკომპანიმენტით დაიწყო და ნალექს შეხვედრის ბოლომდე აღარ გადაუღია. დინამოელებმა მეორე ტაიმი გაცილებით აქტიურად განაახლეს და 56-ე წუთზე მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანეს. შეცვლაზე შემოსული სტანისლავ ბილენკის აქტიურობას და მეტოქის საჯარიმოში გადაცემას, ულად ომარ იმრანის ზუსტი დარტყმა მოჰყვა. ცოტახანში დედაქალაქელებს წინ გასვლაც შეეძლოთ, მაგრამ დავით სხირტლაძის დარტყმული ბოლო წამს მცველმა თავით უკუაგდო. წვიმამ უმატა რაც მოედანსაც დაეტყო და მატჩიც დამძიმდა. ბოლო წუთები დაძაბულად წარიმართა. ერთ მომენტში ლუკა კუტალაძემ ურთულესი დარტყმულიც მოიგერია, რასაც ბოლო წუთზე მოგერიებული საჯარიმო დარტყმაც მოჰყვა და შეხვედრაც ფრედ დასრულდა.
წლევანდელი სეზონის ბოლო და გადამწყვეტ შეხვედრას 3 დეკემბერს თბილისელები დინამო არენაზე გაგრას წინააღმდეგ გამართავენ. დედაქალაქელებს მე-19 საჩემპიონო ტიტულის მოსაგებად ბოლო ტურში გამარჯვება ესაჭიროებათ.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი