18 ივნისს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის 27-ე ტურის მატჩი შედგება, რომელშიც გაგრა დინამოს უმასპინძლებს.
აქამდე ეს გუნდები ეროვნულ ჩემპონატში 11-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. დინამოს უპირატესობა 8 მოგებული თამაშით გამოიხატება, ერთი შეხვედრა ფრედ მორჩა და ორჯერ იმარჯვეს გაგრელებმა. ბურთების ბალანსია 22/5 დინამოს სასარგებლოდ.
პირველი გამარჯვება გაგრამ თავის აქტივში ამ ურთიეთშეხვედრების პიველ მატჩში ჩაიწერა. ეს შეხვედრა 2008 წლის 14 სექტემბერს გაიმართა, მეოცე ჩემპიონატის პირველ ტურში და ანგარიშით 2–1 დასრულდა გაგრელთა სასარგებლოდ. თბილისელთა წარმატებული შეხვედრებიდან კი აღსანიშნავია დიდი ანგარიშით გამარჯვება იმავე ჩემპიონატის მეთორმეტე ტურში 21 ნოემბერს. ის თამაში დინამომ ანგარიშით 3-0 მოიგო. ასევე დიდი ანგარიშით, 4-1 იმარჯვეს მტკვრისპირელებმა 2010 წლის 8 თებერვალს, ოცდამეერთე ჩემპიონატის ოცდამერვე სათამაშო დღეს. ბოლო მატჩი ეროვნულ ჩემპიონატში ამ გუნდებს შორის 2012 წლის 8 მარტს გაიმართა და ის შეხვედრა დინამომ გიორგი მერებაშვილის დუბლით 2-1 მოიგო. ბოლო მატჩი ეროვნულ ჩემპიონატში ამ გუნდებს შორის 2022 წლის 20 ივნისს გაიმართა და ის შეხვედრა დინამომ დიდი ანგარიშით 5-0 მოიგო მოიგო. გოლები უსმანე კამარამ, გიორგი მოისწრაფიშვილმა, ბარნს ოსეიმ, ანზორ მექვაბიშვილმა და დავით სხირტლაძემ გაიტანეს.