თურქეთში მეორე მოსამზადებელ ეტაპზე მყოფმა დინამოელებმა სპარინგ შეხვედრა რუსეთის პრემიერლიგის წარმომადგენელთან, პერმის ამკარის წინააღმდეგ ჩაატარეს. Top Kapi–ის ცენტრალურ მოედანზე გამართული მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა. მეტოქემ შეხვედრის 67–ე წუთზე ანგარიში გახსნა, კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი დინამოელთა კარის შორეულ კუთხეში თავით ნოვაკოვიჩმა გადაგზავნა. ანგარიშში წონასწორობის აღდგენა თბილისელმა ფეხბურთელებმა 74–ე წუთზე მოახერხეს. ამკარის კარის მიმართულებით საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, სტანდარტიდან კარლეს კოტომ პირდაპირ საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც დასწრებაზე გიორგი პაპავამ ითამაშა კარგად და ანგარიში გათანაბრდა – 1:1
დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ლევან ტყეშელაშვილს, გიორგი სეთურიძეს, გიორგი გველესიანს, ჯაბა ჯიღაურს. დავით ხოჭოლავას, ნიკა დიასამიძეს და ბასკ უსტარიცს. დღეს საღამოს გუნდს შეუერთდებიან გიორგი ლორია და ირაკლი ძარიაც, რომლებიც ალბანეთში საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფებოდნენ.
დუშან უჰრინმა ამკარის წინააღმდეგ შემდეგი შემადგენლობა ათამაშა:
ზარქუა, მენდი, კვარაცხელია, შაშიაშვილი, მილხრაუმი (გლიშიჩი 46’), პაპავა, ხმალაძე (კოტო 46’), ალვარო, მერებაშვილი (რეხვიაშვილი 68’), ჩისკო (შინდაგორიძე 65’), დვალი (ტატანაშვილი 65’)