დინამო თბილისმა 5 თებერვალს მეორე თურქული შეკრება დაიწყო. გუნდი ანთალიაში პრესტიჟულ სასტუმრო Mardan Palace-ში დაბინავდა. ჩასვლის დღეს დუშან უჰრინმა გუნდი საღამოს მსუბუქად ავარჯიშა, დღეს კი დინამოელები ორ ვარჯიშს გამართავენ. წვრთნაში მონაწილეობას ყველა (22) ფეხბურთელი მიიღებს. რაც შეეხება გიორგი ლორიას და ირაკლი ძარიას, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში იმყოფებიან, ისინი გუნდს 7 თებერვალს შეუერთდებიან. ხვალ ჩვენი გუნდი მეორე შეკრების პირველ სპარინგს გამართავს. დინამოელთა მეტოქე რუსეთის პრემიერლიგის პერმის ამკარი იქნება. მატჩი თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.